ჩვენს შესახებ
ჩვენი პროექტის - ფარმაცევტული პროდუქტების ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრის - განხორციელება დაიწყო 2020 წელს, ფარმაცევტულ სექტორში 15 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.
პროექტის ფარგლებში საქართველოში მოქმედ საბითუმო დისტრიბუტორებს და ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სერვისებით, რომლებიც მოიცავს ერთმანეთთან ინტეგრირებული ოპერაციების სრულ ჯაჭვს - მედიკამენტის იმპორტიდან მათი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით.
პროექტის მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მსოფლიო კლასის ფარმაცევტული პროდუქტების სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რომელიც დააკმაყოფილებდა მწარმოებლების მიერ განსაზღვრულ მედიკამენტების შენახვის და ტრანსპორტირების პირობებს ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
ლოჯისტიკური ცენტრის ლოკაციად შეირჩა, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალთან(კახეთის გზატკეცილი) და ახლოს არის თბილისში არსებულ საჰაერო და სახმელეთო საბაჟო ტერმინალებთან (ლასარე, გეზი).
კონცეპტუალური დიზაინი შეიქმნა ფარმაცევტული პროდუქტების ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე სპეციალიზებული იტალიური კომპანიის (PQE) მიერ, ხოლო მშენებლობა განხორციელდა საქართველოში ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობის ლიდერი კომპანიის „ელემენტ კონსტრაქშენ“-ის მიერ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა 2022 წლის ივლისში, ხოლო იმავე წლის აგვისტოს თვეში კომპანიამ წარმატებით გაიარა GDP(კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა) სერთიფიცირების აუდიტი და „წამლის რეგულირების სააგენტოს“ მიერ მიენიჭა GDP სერთიფიკატი #2024/0070, 3 წლის ვადით.
დღევანდელი მდგომარეობით, „ფარმა სოლუშენს“-ი ახორციელებს 60-ზე მეტი საშუალო და მცირე სიდიდის კომპანიის პროდუქტების დასაწყობებას და შემდგომ დისტრიბუციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა დაქალაქში.
პროექტი ასრულებს ე.წ Third-party logistics provider-ის ფუნქციას ფარმაცევტული პროდუქტების საბითუმო რეალიზატორებისათვის, რაც ამ უკანასკნელებს საშუალებას აძლევს ფოკუსი გააკეთონ თავიანთ ძირითად ბიზნესზე და პროცესებზე კონტროლის დაკარგვის გარეშე თავიანთ განკარგულებაში არსებული დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი მოახმარონ ისეთ საკითხებზე ზრუნვას როგორიცაა - ბაზრის ანალიზი, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოვება, მარკეტინგი, კლიენტების ბაზის ზრდა, გაყიდვების და მომგებიანობის მაჩვენებლის მატება.
კონტაქტი