11.02.2022
ფარმა სოლუშენს - ფარმაცევტული პროდუქტების ლოგისტიკური მომსახურების ცენტრი
სტატიის სრულად სანახავად დააჭირეთ აქ.
სულ ორი თვეა, რაც საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მსოფლიო კლასის ფარმაცევტული პროდუქტების საწყობი ამუშავდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს ლოგისტიკური ცენტრის აშენების იდეა კომპანია „ფარმა სოლუშენს“ ეკუთვნის. კომპანიის დამფუძნებლებს პროექტის იდეიდან მის სისრულეში მოყვანამდე წელიწადნახევარი და თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერა დასჭირდათ. პროექტის თანადამფინანსებელია სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით.
ფარმაცევტული პროდუქტების ლოგისტიკური მომსახურების ცენტრი საქართველოში მოქმედ საბითუმო დისტრიბუტორებს და ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ დამატებითი სერვისებითაც, რომლებიც მოიცავს ერთმანეთთან ინტეგრირებული ოპერაციების სრულ ჯაჭვს - მედიკამენტის იმპორტიდან მათი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით.
ცენტრი ასრულებს ე.წ Third-party logistics provider-ის ფუნქციას ფარმაცევტული პროდუქტების საბითუმო რეალიზატორებისათვის, რაც მათ საშუალებას აძლევს ფოკუსი გააკეთონ თავიანთ ძირითად ბიზნესზე და პროცესებზე კონტროლის დაკარგვის გარეშე, თავიანთ განკარგულებაში არსებული დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი მოახმარონ ისეთ საკითხებზე ზრუნვას როგორიცაა - ბაზრის ანალიზი, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოვება, მარკეტინგი, კლიენტების ბაზის ზრდა, გაყიდვების და მომგებიანობის მაჩვენებლის მატება.
„საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე საქმიანობის 10 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მოქმედი ფარმაცევტული პროდუქტების საბითუმო რეალიზატორების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებდა პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის საერთაშორისო ნორმებს და არც შესაბამისობაში მოდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებთან (Good Storage Practices, Good Distribution Practices, Good Trade and Distribution Practices)."
"ჩვენი იდეაც ზუსტად აქედან გაჩნდა, გვინდოდა გაგვეკეთებინა ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის აუთსორსზე მომუშავე კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით, ამ რთულ საქმეს გაუადვილებდა ფარმაცევტულ კომპანიებს,“
„ჩვენი სერვისით შესაძლებლობას ვაძლევთ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს მნიშვნელოვნად შეამცირონ ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებასთან დაკავშირებული ფინანსური და ადამინური რესურსების ხარჯები. ასევე, თავიდან აიცილონ მარეგულირებლის მხრიდან სასაწყობო და სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის გეგმიურ და არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებული რისკები, დაზოგონ დოკუმენტაციის მომზადების, დამუშავებისა და დაარქივებისთვის საჭირო დრო. და, რაც მთავარია - მკვეთრად გააუმჯობესონ პროდუქციის შენახვისა და მიწოდების ხარისხი,“
- ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ხანიშვილი.