ექსპედიტორი

მოვალეობები

  • ფლობდეს სპეციალურ ცოდნას საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის შესახებ;
  • იცნობდეს შპს "ფარმა სოლუშენს"-ის სტრუქტურასა და საქმიანობის სპეციფიკას;
  • იცნობდეს შპს "ფარმა სოლუშენს"-ის ხარისხის მართვის სისტემას;
  • იცნობდეს კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტს;
  • იცნობდეს და იცავდეს მოქმედ ზოგად "სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს";
  • მოახდინოს უშუალო უფროსის ინფორმირება არასტანდარტული სიტუაციების შესახებ;
  • ზოგად-ადმინისტრაციული და სამუშაო პროცედურული საკითხების გადაწყვეტისას(ცვლილებები სამუშაო გრაფიკის, სამუშაო პროცედურების, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში) იხელმძღვანელოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებით; 
  • დროულად მიაწოდოს დისტრიბუციის მენეჯერს საჭირო ინფორმაცია ტრანსპორტირების პროცესის შესახებ;
  • სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელოს დამტკიცებული "სტანდარტული ოპერაციული პროცედურები"-ის შესაბამისად.
  • გაიაროს სწავლება კომპანიაში არსებული სწავლების სისტემის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხევაში მიიღოს მონაწილეობა სწავლების პროცესში ტრენერის სტატუსით;
  • სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება და წინასწარ დამტკიცებული შესაბამისი პროცედურების კონტროლი. პროდუქტსა და თანმხლებ დოკუმენტაციას შორის შესაბამისობის შემოწმება; 
  • მომხმარებელთან პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
  • ტრანსპორტირებისას შენახვის პირობების მონიტორინგი.
  • სატრანსპორტო საშუალების დასუფთავების პროცესის შემოწმება.

დაინტერების შემთხვევაში მოგვწერეთ ქვემოთ მოცემული ფორმის მეშვეობით ან გამოაგზავნეთ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: info@phs-global.com

გააგზავნე შენი რეზიუმე